- სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1972 წელს დაბადებული ჯ.გ. და 1978 წელს დაბადებული ა.თ. დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, 2 მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
შსს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.