მესტიაში “პირველკურსელ სტუდენტთა თანადაფინანსების” პროექტის ფარგლებში განცხადებების მიღება დაიწყო

  • 2021 წელს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პირველკურსელ სტუდენტთა საყურადღებოდ. დაიწყო “პირველკურსელ სტუდენტთა თანადაფინანსების” პროექტის ფარგლებში განცხადებების მიღება.-ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრელებს.

“მესტიის მუნიციპალიტეტის მერია უკვე მერვე წელია წარმატებით ახორციელებს აღნიშნულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ყველა პირველკურსელი ფინანსდება 1000 ლარით. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2013 წლიდან დაფინანსებულია 523 – მდე სტუდენტი.

განცხადების რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოთ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს და უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ასლი, ატესტატის ასლი, ცნობა იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი ბოლო სამი წელი სწავლობდა მესტიის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან, უმაღლესი სასწავლებლის ანგარიშფაქტურა/რეკვიზიტები”.-ნათქვამია ინფორმაციაში.

განცხადება (ივსება ადგილზე). განცხადებების მიღება გაგრძელდება 2022 წლის პირველ იანვრამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე – 599 85 55 27

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *