მესტიაში საახალწლო ღონისძიებები 24 დეკემბერს გაიმართება

  • საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები.

სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიაში, 24 დეკემბერს, ღონისძიება გაიმართება მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. საახალწლო ღონისძიებები დაიწყება 14:00 საათზე.

14:00 – 20:00​ – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ტკბილეული

14:00 – 19:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები, ანიმატორები და ზღაპრის გმირები

14:00 – 16:00 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი

14:30 – 18:00 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან

16:00 – 16:25 – თოჯინების თეატრი

16:30 – 17:00​ – აზოტის შოუ

17:00 ​- 18:00 – ანსამბლი „ბანი“

18:00 – 19:00 – რეზო და ბავშვები

19:00​ – საზეიმო ფოიერვერკი

ფოტო: ინტერნეტი