- 15 აგვისტოს, 12:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს სსიპ “აწარმოე საქართველოში” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც წარმოადგენს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ სხვადასხვა პროგრამას, საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსების, ბიზნეს უნარების გაუმჯობესების და საინფორმაციო მომსახურების მიმართულებით.
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სააქტო დარბაზში.
მის: დაბა მესტია სეტის მოედანი #1.