- 29 ივლისს, მესტიაში გაიმართება “სვანეთობა 2023”.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დილის 11:00 საათიდან სეტის სკვერში დაიწყება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ფესტივალის მიმდინარეობისას მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან დააგემოვნონ სვანური ტრადიციული სამზარეულო, ასევე დაათვალიერონ პავილიონებში წარმოდგენილი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები.
27 ივლისს, “სვანეთობა 2023″-ს ფარგლებში სვანეთს ეწვევა მესტიასთან დამეგობრებული ლიეტუვის, ქალაქ ტელშაის, ჟამაიტიის დრამატული თეატრი”, რომელიც მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრში გამართავს სპექტაკლს სახელწოდებით “ეშმაკისეული შეთავაზება”.