- მესტიაში სტარტი აიღო “კლდის ვეფხვად“ წოდებული სახელოვანი მთამსვლელის და მეკლდეურის, მიხეილ ხერგიანის ტრადიციულმა საერთაშორისო მემორიალურმა ტურნირმა მეკლდეურობაში.
გახსნის ცერემონიალი მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ღონისძიება გახსნა მესტიის ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,რიჰომ” სვანური საგალობელით ,,ლილე”.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და მთამსვლელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს მისმა მეგობრებმა, ლადო გურჩიანმა, ზაურ ჩართოლანმა, კარლო არღვლიანმა, გაიოზ ჩართოლანმა, ეთერ მჭედლიანმა და მიხეილის დამ, ნაზო ხერგიანმა.
გახსნის ღონისძიება დასრულდა ანსამბლ “რიჰო”-ს მიერ შესრულებული სვანური ფერხულით.