- საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალ „გიზ–გიზს“ აგრძელებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალს წელს პირველად სვანეთი მასპინძლობს.
ფესტივალის ფარგლებში, მესტიაში კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტები.
„გიზ-გიზის“ ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეები ზრუნავენ. “გიზ–გიზი“ ზამთრის სათხილამურო კურორტებზე, საერთაშორისო ჩემპიონატების პერიოდში ტარდება და საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზაციას და ტურისტების მოზიდვას ხელს უწყობს.
მესტიაში „გიზ–გიზი“ Freeride World Tour – ის პერიოდში მიმდინარეობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი მეორე წელია იმართება. ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს ზამთრის სეზონი, აღნიშნულ ფესტივალ “გიზ–გიზში“ მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მეწარმეები. ორი დღის განმავლობაში იქნება გაშენებული სოფელი, სადაც ტურისტები შეძლებენ დასვენებას და დროის გატარებას .“- აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
“მნიშვნელოვანია სვანეთისთვის ასეთი ღონისძიებები , ყოველთვის მოტივირებულები ვართ და ველოდებით ამ ფესტივალს“- თამარ რაზმაძე-ფარჯიანი. “ფესტივალები გვეხმარება როგორც მეწარმეებს გავაცნოთ ჩვენი კულტურა , რომ განვითარდეს როგორც ტურიზმი ასევე კურორტების განვითარება“- ანა ფალიანი.