მესტიაში “ქართული ხელოვნების ფესტივალი 2023“ გაიმართება

  • 17 ივნისს, დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე “ქართული ხელოვნების ფესტივალი 2023“ გაიმართება.

ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის იქნება მესტიის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „ბანგურიანი“.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონცერტი ჩატარდება ორ ნაწილად. პირველი ნაწილი გაიმართება 12:00 საათზე მეორე ნაწილი დაიწყება 20:30 საათზე.

ღონისძიება ქართული ფოლკლორის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.