- მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის პარტნიორობით, უმასპინძლებს ლეო ფილფანის 90 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ დღეებს.
9 ივლისი,19:00 საათი, კინო ჩვენება – დისკუსია; “ხევსურული ბალადა” – რეჟისორი: შოთა მანაგაძე; (მოდერატორი – კინომცოდნე ქეთევან ტრაპაიძე, სტუმარი – თეატრმცოდნე გია ცქიტიშვილი);
10 ივლისი, 16:00 საათი, კინო ჩვენება – დისკუსია; “ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა” რეჟისორი: ალეკო ნინუა; “ზოგი ჭირი მარგებელია” – რეჟისორი: პავლე ჩარკვიანი; (მოდერატორი – კინომცოდნე ქეთევან ტრაპაიძე, სტუმარი – მსახიობი გია ჯაფარიძე);
10 ივლისი, 20:00 საათი, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი; “უშბა და თეთნულდი” – რეჟისორი: ბახვა წერედიანი;
11 ივლისი, 14:00 საათი, ქუთაისის თოჯინების თეატრი – “იავნანამ რა ჰქნა”, რეჟისორი: ნიკოლოზ საბაშვილი;
11 ივლისი, 20:00 საათი, დმანისის სახელმწიფო თეატრი – “ხალდე”, რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე;
12 ივლისი, 19:00 საათი, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი “ ყველაფერი ნამდვილად იყო”, რეჟისორი: იოანე (ვანო) ხუციშვილი;
20:00 – საიუბილეო დღეების დასკვნითი საღამო: ანსამბლი “რიჰო“, “დები ჩამგელიანები“, მოწვეული სტუმრების სიტყვით გამოსვლა.