მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდოარედ მაიზერ ჯაფარიძე აირჩიეს

  • მესტიის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესახებ მოხსენებით გახსნა მესტიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მურთაზ ჩამგელიანმა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს უხუცესი წევრი, ვალოდია ჭკადუა, რომელმაც დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე მესამე ვადით დეპუტატებმა ნდობა მაიზერ ჯაფარიძეს გამოუცხადეს. საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება. პირველი მოადგილე – ზაურ ჩართოლანი. მოადგილეები ვალოდია ჭკადუა და იგორ რატიანი.

ახალი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა 33 წევრით განისაზღვრა, აქედან 26 მანდატი აქვს „ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველო“-ს, 3 მანდატი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“-ს, 2 მანდატი პარტია „ საქართველოსთვის“ , 1 მანდატი ,,ევროპულ საქართველო”-ს” და 1 მანდატი პარტია ,,ლელო”-ს.

ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში 5 კომისია და 2 ფრაქცია იქნება.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები:საპროცედურო საკითხთა კომისია თავმჯდომარე შორენა ცინდელიანი, ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების კომისია თავმჯდომრე ბაჩა ნაკანი, სოციალურ საკითხთა კომისია თავმჯდომარე მაია ხორგუანი, ურბანული განვითარების კომისია თავმჯდომარე ზაზა ფალიანი, საფინანსო საკითხთა კომისია თავმჯდომარე როდამ გვარმიანი.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციები: „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ – თავმჯდომარე ლაშა პირველი, „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- თავმჯდომარე დავით გვიჩიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *