მესტიის მუნიციპალიტეტის მოკრივეთა გუნდის წარმატება

  • ქალაქ ფოთში, კახა ჟვანიას სახელობის ტურნირი გაიმართა, სადაც მესტიის მუნიციპალიტეტის მოკრივეთა გუნდმა წარმატებით იასპარეზა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 52 კილოგრამ წონით კატეგორიაშᲘ პირველი ადგილის მფლობელი გიორგი ნიგურიანი გახდა.

44 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი ნიკოლოზ მუშკუდიანს ხვდა წილად, ხოლო 63 კგ კატეგორიაში მესამე საპრიზო პოზიცია გიორგი გულედანმა მოიპოვა.