გაიმართა მიხეილ ხერგიანის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი, საერთაშორისო მემორიალის, დახურვის ცერემონია

  • მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში, „კლდის ვეფხვად“ წოდებული, ლეგენდარული მთამსვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის, მიხეილ ხერგიანის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი, საერთაშორისო მემორიალის, დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა მეკლდეურობაში.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ მიხეილ ხერგიანის მეგობრები, მოსწავლეები და ოჯახის წევრები, რომლებმაც გაიხსენეს საინტერესო ეპიზოდები მთამსვლელის ცხოვრებიდან. აღსანიშნავია, რომ დამსწრე საზოგადოების რიგებში გახლდათ მთამსვლელის მეუღლე, კატი ბარლიანი.

საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილი გახლდათ მიხელ ხერგიანის დის, ნაზო ხერგიანის მიერ შვილთან ერთად შესრულებული მთამსვლელის უსაყვარლესი სიმღერა „ნანა“, რომელსაც მიხეილ ხერგიანი უცხოეთში ყოფნის დროს თავად მღეროდა და დედის ძლიერ მონატრებას ასე იქარვებდა.

ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი მიხეილ ხერგიანზე, წაკითხულ იქნა მისი პირადი მიმოწერა მეუღლესთან და ოჯახის სხვა წევრებთან, ასევე გაიმართა მიხეილ ხერგიანის პირადი ნივთების გამოფენა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა მესტიის ფოლკორული ანსამბლი „რიჰო“.

ღონისძიების დასასრულს მთამსვლელის მეუღლეს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა, ლეგენდარული მთმსვლელის მეუღლეს ფასიანი საჩუქარი გადასცეს.

საღამოს უძღვებოდა მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი კულტურისა და სოციალურ საკითხებში, ლევან კიკვიძე.

გთავაზობთ შეჯიბრში მონაწილე მეკლდეურთა შორის საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენების შედეგებს:

რთული ცოცვა

ვაჟები:

პირველი ადგილი – პავლე თაბაგარი

მეორე ადგილი – ლუკა მეტრეველი

მესამე ადგილი – ლუკა ჯაშიაშვილი

გოგონები:

პირველი ადგილი – ნიცა თვაური

მეორე ადგილი – სალომე სანაძე

მესამე ადგილი – მარიამ ხოჯელანი

სწრაფი ცოცვა

ვაჟები:

პირველი ადგილი – გიგა ჯანხოთელი

მეორე ადგილი – ანრი როხვაძე

მესამე ადგილი – ლუკა ჯაშიაშვილი

გოგონები:

პირველი ადგილი – ნიცა თვაური

მეორე ადგილი – სალომე სანაძე

მესამე ადგილი – მარიამ ხოჯელანი

ბუნებრივი კლდე

ვაჟები:

პირველი ადგილი – პავლე თაბაგარი

მეორე ადგილი – გიგა ჯანხოთელი

მესამე ადგილი – როსტომ დიასამიძე

გოგონები:

პირველი ადგილი – ნიცა თვაური

მეორე ადგილი – სალომე სანაძე

მესამე ადგილი – მარიამ ხოჯელანი

ბუნებრივი კლდე (14 წლამდელელები)

ვაჟები:

პირველი ადგილი – გაბრიელ მჭედლიანი

მეორე ადგილი – დიმა ლიპარტელიანი

მესამე ადგილი – ნიკოლოზ ნიგურიანი

გოგონები:

პირველი ადგილი – ელენე ხერგიანი

მეორე ადგილი – თამარ ლიპარტელიანი

მესამე ადგილი – ირა რატიანი

გუნდური:

პირველი ადგილი – თბილისი (საქართელოს ალპური კლუბი)

მეორე ადგილი – მესტია (მესტიის მეკლდეურთა სკოლა)

მესამე ადგილი – ჭიათურა (კარიანი კლდე).