მუხრან შუკვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში გაიმართება

  • 1- 5 სექტემბერს, მესტიაში გაიმართება ავღანეთში 2010 წლის 5 სექტემბერს გმირულად დაღუპული, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის, სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირი ტრადიციული ხასიათისაა და ყოველწლიურად ტარდება. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ინიციატივითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

ტურნირი ჩატარდება, დაბა მესტიის სპორტული ცენტრის სტადიონზე.

ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოყვარულ ფეხბურთელს. მონაწილეთა ასაკის მინიმალური ზღვარია 16 წელი.