- ავღანეთში გმირულად დაღუპული, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის, სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში, დღეს, დასრულდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ინიციატივით, ა(ა).ი.პ. „მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის“ ორგანიზებით და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
საქართველოს გმირის, მუხრან შუკვანის სახელობის ტურნირი, დღეს, 5 სექტემბერს დასრულდა.