- მესტიის მუნიციპალტეტის მერიის ინფორმაციით, ნაკრის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 9 174 102 (ცხრა მილიონ ას სამოცდათოთხმეტი ათას ას ორი) ლარს.
სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 5 800 მეტრია და მესტიის მუნიციპალიტეტის, ნაკრის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრამდე მისასვლელ საავტომობილო გზას წარმოადგენს.
უწყების ცნობით, საპროექტო მონაკვეთი იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის კმ 93+800-დან, რომელიც მიემართება მაღალ ქანობზე დაუსახლებელ პუნქტში.
“ამ ეტაპზე დაწყებულია მიწის ვაკისის მოსამზადებებლი სამუშაოები. პროექტი გრძელვადიანია და დასრულდება 2028 წლის ბოლოს.
სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT240015826) გამარჯვებული კომპანია შპს „ქორულდი“ ასრულებს.”-ნათქვამია ინფორმაციაში.