- საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, სენ სირის პრესტიჟულ ოფიცერთა სკოლაში მესტიელი ნინო ხოჯელიანი ისწავლის.
“გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს თავდაცვის აკადემიის იუნკერ ნინო ხოჯელანს სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლაში მისაღებ კონკურსში მიღწეულ ბრწყინვალე წარმატებას.
ნინო მეორე ქართველი ქალი და პირველი სვანია ვინც ამ პრესტიჟულ ოფიცერთა სკოლაში ჩაირიცხა. იგი აგვისტოში გაემგზავრება საფრანგეთში სამ წლიანი კურსის გასავლელად. ჩვენ მას უამრავ წარმატებას ვუსურვებთ მთელი კარიერის მანძილზე.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.