- 25 ივლისს, 10:00 საათზე, სასტუმრო ბანგურიანში, საქართველოს ტურიზმის ადმინისტაცია, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ატარებს ტრენინგს სახელწოდებით – “პირველი სამედიცინო დახმარება”.
ტრენინგის თემატიკები:
• პირველადი და მეორადი დათვალიერება;
• გულ-ფილტვის რეანიმაცია (გფრ);
• ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით (თეორია და პრაქტიკა);
• პდ უცხო სხეულების გადაცდენის დროს სასუნთქ გზებში;
• პდ ჭრილობის დროს (დამწვრობის ჩათვლით);
• პდ სისხლდენის შემთხვევაში;
• პდ გულის წასვლის და გულყრის დროს;
• პდ ზედოზირების შემთხვევაში (ალკოჰოლური და ნარკოტიკული);
• პდ მოწამვლის დროს;
• პდ-ის აღმოჩენის ძირითადი პრინციპები ტრავმების დროს;
• პრაქტიკული უნარების გამეორება;
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრენინგი განკუთვნილია, როგორც განთავსების და კვების ობიექტების წარმომადგენელთათვის, ასევე გიდებისათვის.