- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტ “საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე, რომლის მიზანია საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწა და ამ მხრივ, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. ამჯერად, ტრენინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ჩატარდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა გახსნეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ტრენინგს უძღვებოდა ევროკავშირის ექსპერტი გვანცა მეუნარგია.
ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.