- USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა აცხადებს ბაზარზე წვდომის საგრანტო კონკურსს, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შესაძლებლობების განვითარებისთვის.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა გრანტები ბაზრის მონაწილეებზე, რომელთაც შეუძლიათ გადალახონ ბაზრის ათვისებასთან დაკავშირებული სირთულეები, რათა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე ფერმერები და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები წარმატებით გააერთიანონ ღირებულებათა ჯაჭვში.
საინფორმაციო სესიები ჩატარდება 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში, მათ შორის მესტიის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე თემებისთვის. შეხვედრა 21 ივნისს, ჭუბერის კულტურის ცენტრში გაიმართება .
სრული ინფორმაცია საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=550715
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 12 ივლისი, 2024.
კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 21 ივნისი, 2024
კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია ელ-ფოსტის საშუალებით: grants@cnfageorgia.org