საქართველოში კორონავირუსის 2 844 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 2 844 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 814 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 042 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 889, „პისიარ“ ტესტით – 14 153.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,48%, ბოლო 14 დღის – 5,94%, ბოლო შვიდი დღის – 7,01%.

კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 203 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 667 პირი.

კომენტარის დატოვება