საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 65 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 957 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 65 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 321 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 187, „პისიარ“ ტესტით – 19 134.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,69%, ბოლო 14 დღის – 8,91%, ბოლო შვიდი დღის – 8,65%.

კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 545 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 125 პირი.

კომენტარის დატოვება