საქართველოში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 40 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ქვეყანაში ბოლო 24 საათში 21 623 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 40 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 46 425 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 163, „პისიარ“-ტესტით – 20 262.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,84%, ბოლო 14 დღის – 31,66%, ბოლო 7 დღის – 32,85%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 454 065 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 248 242გამოჯანმრთელდა, 15 556  კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 774 755 აცრა, დღიურად აცრილია 2 089.

კარანტინის რეჟიმშია 21, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 123 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 581 პირი.

კომენტარის დატოვება