სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურის უმაღლესი დონის საკვალიფიკაციო შეჯიბრს უმასპინძლებს

  • 2022 წლის 8-12 თებერვალს, პირველად საქართველოს ისტორიაში, სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურის უმაღლესი დონის საკვალიფიკაციო შეჯიბრს უმასპინძლებს. ლოკაციად შეირჩა მესტიის მუნიციპალიტეტი, თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტი და მისი მიმდებარე სამთო არეალი.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება მოიცავს ორ შეჯიბრს: მცირე – 2 და დიდ – 4 ვარსკვლავიან ფრირაიდ შეჯიბრებს. მცირე შეჯიბრი უზრუნველყოფს ადგილობრივი და დამწყები სპორტსმენების ჩართულობას, ხოლო 4 ვარსკვლავიანი შეჯიბრი – მაღალი რეიტინგის უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობასა და საერთაშორისო გაშუქებას.

შეჯიბრში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 13 იანვარი.

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:https://www.freerideworldtour.com/…/2022…/registration. შეჯიბრზე დარეგისტრირება შეუძლიათ მოყვარულ ფრირაიდერებს (როგორც ბორდი, ისე თხილამური, ორივე სქესი) როგორც 2, ასევე 4 ვარსკვლავიან შეჯიბრზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *