“სვანეთობა 2024” მიმდინარეობს

  • დღეს, დაბა მესტიაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული “სვანეთობა 2024“ მიმდინარეობს.

ღონისძიება 2014 წლიდან ტარდება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და დაფინანსებით.

დაბა მესტიაში, სეტის ცენტრალურ სკვერში წარმოდგენილია მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა ტერიტორიული ერთეულის პავილიონი, სადაც გამოიფენილია ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ძველი სვანური საყოფაცხოვრებო ნივთები და სვანური ტრადიციული სამზარეულოს გამორჩეული და საუცხოო კერძები, რომლის დაგემოვნების საშუალება აქვს ყველას, ადგილობრივ თუ ჩამოსულ ვიზიტორებს.