- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, Მესტიის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე სოლომონ პავლიაშვილი, Საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ოქროს მედლით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ ბატონმა სოლომონმა საპატიო მოქალაქის ჯილდო, კოვიდ პანდემიის დროს, მესტიის მუნიციპალიტეტის და მისი მოსახლეობის მიმართ გამოხატული განსაკუთრებული ყურადღების და გაწეული შრომის გამო დაიმსახურა.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.