- უშგულში, სოფელ ჩაჟაში, სოგრატ ნიჟარაძის სვანური სახლი დაინგრა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი ფოთოლა ნიჟარაძე ავრცელებს და დახმარებისთვის შესაბამის უწყებებს მიმართავს.
“პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ მადლობა უფალს ნანგრევებში, რომ არავინ მოყვა. უშგულიდან გვაცნობეს, რომ მამაჩემის სოგრატ ნიჟარაძის სვანური სახლი დაინგრა. სახლი, რომლის შეძენისათვის აღებული ვალების დაფარვას ჩემმა დედ მამამ მთელი ცხოვრება შეალიეს. მოგეხსენებათ, ჩაჟაში იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შესული (ეს სვანური მაჩუბი მუზეუმის წინ დგას) და ყველა სვანური კოშკი და მაჩუბი ახლიდანა გადახურული სახელმწიფოს მიერ. ძალიან უხარისხოდაა გადახურვა შესრულებული. ფორმალურად ადევს ფიქალი ტოლზე, რაც აბსოლიტურად მიუღებელია. ქვის ფილემა და ზამთარში ყინვამ მარტივად დააზიანა ტოლი. არსებობს ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ჩადის ნაგებობაში წვიმის წყალი, რამაც დააზიანა კედლები და შედეგი აგერ დღეს დილით დადგა. ყველაფერი, რაც ღირებულია ინგრევა და იშლება, არამგონია რომელიმე ვიზიტორს გაუჩნდეს სურვილი ამ ისტორიის განადგურების შემდეგ უშგულში სტუმრობის. არც მფლობელებს აძლევთ უფლებას ხარისხიანად გააკეთონ, გადახურონ სახლები და არც მათ იზრუნეს ხარისხზე ვისაც ეს ევალებოდა, არა და ფინანსები ხომ იყო გამოყოფილი ამ ყველაფერზე. მივმართავ, თხოვნით ყველას, ვისაც ეს ევალება მიხედოთ და გაფუჭებული საქმე გამოასწოროთ (ეს მაჩუბი ტოლით გადახურვამდე საუკუნეებს ითვლიდა). არ ვიცი, აქ რამდენად სწორ მისამართზე ვწერ, მაგრამ ყველგან გავაგზავნი ამ ინფორმაციას. მივწერ პრემიერს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ვაცნობე ყველას ვისაც შეიძლება სცოდნოდა ეს არასასიამოვნო ფაქტი. რამდენიმე წელია დავდივართ ძეგლთა დაცვის სამინისტრიში ვაგზავნიდით წერილებს და ფოტოებს ამის შესახებ. არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. გვაქვს განცხადებები გაგზავნილი. ამჯერად, პირველად მივმართავ თხოვნით, ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. მჯერა, ისე მოეკიდება ამ საკითხს, როგორც სჩვევია და უშგულში ყველა გულგრილად შესრულებულ საქმეზე ექნება რეაგირება”.