- მესტიის მუნიციალიტტეის მერია, ჭუბერის მოსახლეობის საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
“მოგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ტერიტორიულ ერთეულში, შიდა გზების, კერძოდ ყარსგურიშის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 12 275 843 ლარია, ხოლო შესრულების ვადა 2026 წლის 30 ნოემბრით არის განსაზღვრული. ამ ეტაპზე შესრულებულია 3 515 403 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია გრძელდება და დასრულდება პროექტით განსაზღვრულ ვადებში.
აქვე გაცნობებთ, რომ დაწყებულია ჭუბერის ტერიტორიულ ერთეულამდე მისასვლელი, ხაიში-საკენი-ომარიშარას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 6 244 717 ლარს შეადგენს. პროექტით განსაზღვრულ სამუშაოებს კომპანია “ცეკური” ასრულებს.
ამ ეტაპზე შესრულება გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადებს უსწრებს.”-ნათქვმია ინფორმაციაში.