- ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, უხვი ნალექის გამო, ე.წ “შავღელეს” მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მიმოსვლა ამ დროისთვის შეფერხებით მიმდინარეობს.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზის აღნიშნული მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები.