- მესტიის მესამე საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, სახელწოდებით “შემოდგომის გაცილება”. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა.
მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ პედაგოგ დოდო მერლანის ლექსებით და შეასრულეს სხვადასხვა ნაწარმოებების მიხედვით დადგმული თეატრალური წარმოდგენები.
ღონისძიების მეორე ეტაპზე კი მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. მოსწავლეებმა გასაყიდად გამოიტანეს საკუთარი ხელნაკეთი ნამუშევრები და მათ საკუთრებაში არსებულ საინტერესო ნივთები: წიგნები, სათამაშოები და ა.შ, რაც სიმბოლურ ფასად ადგილზე გაიყიდა.
უწყების ცნობით, შეგროვებულ თანხას, რომელმაც 1086 ლარი შეადგინა, მოსწავლეები 5 წლის ელენე ხერგიანის დასახმარებლად გადარიცხავენ.