- შვეიცარიის ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი მესტიას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს ნინო ვიბლიანს და მესტიის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის განიხილეს შვეიცარიის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელიც რეგიონში ხორციელდება და სამომავლო გეგმები დასახეს.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მჭიდრო თანამშრომლობით, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში შვეიცარიის საელჩოს გამოფენა „პოსტერებით გადმოცემული შვეიცარია და საქართველო“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია 30-მდე შვეიცარიული და ქართული პოსტერი, რომელიც ტურიზმის განვითარებისა და ორივე ქვეყნის ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა.
გამოფენის ნახვა დამთვალიერებლებს 2021 წლის 31 მაისამდე შეეძლებათ.