შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მესტიაში მოსახლეობას შეხვდება

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მობილური ჯგუფი, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში, ადგილობრივ მოსახლეობას 7 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით მოემსახურება და მიაწვდის შემდეგი სახის სერვისებს:

სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანები, მოტოციკლები, ტრაქტორები, მისაბმელები, ნახევარმისაბმელები) განბაჟება და რეგისტრაცია;

იარაღის (სანადირო თოფი, კარაბინი, პისტოლეტი და ა.შ.) რეგისტრაცია;

ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;

მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა;

მართვის მოწმობების შეცვლა და დაკარგული მოწმობის აღდგენა.