წარჩინებულ კურსდამთავრებულებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ

  • მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის 15 მოსწავლე დაჯილდოვდა.

ინფორმაციისთვის: პროგრამას “ჩემი პირველი კომპიუტერი“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს.