"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ აცხადებს კონკურსს - "სუფთა რეგიონი 2023“. "მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას მოგიწოდებთ, თუ თქვენ გაქვთ სურვილი აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის, არ დაიზაროთ და 22 მარტამდე გააგზავნეთ ფოტო და ვიდეო მასალები ელექტრონულ ფოსტაზე: info@greens.ge nino.chkhobadze@gmail.com ან სოციალური ქსელის ფეისბუქ გვერდზე დავასუფთაოთ საქართველო - Clean Up Georgia/დავიცვათ საქართველოს...
კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. "ამავე საავტომობილო გზის კმ30-კმ170 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო კმ140-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე, დანარჩენი...