მესტიის მუნიციპალიტეტში კოშკების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მესტიის მუნიციპალიტეტში კოშკების/მაჩუბების რეაბილიტაციას განაგრძობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლენჯერის თემის სოფელ ქაშვეთში მდებარე მიხეილ ფილფანის კოშკის გადახურვის და ბაბუ ფილფანის/სალარებ წიფიანის კოშკის სართულშუა გადახურვის, ასევე, მულახის თემის სოფელ მურშკელში მდებარე სოგრატ ქურდიანის კოშკის გადახურვის რეაბილიტაცია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემუშავებულია...