ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს. ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეიდან 11 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ. “საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია 2024 წლის არჩევნებისთვის არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს. ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ნეიტრალური ორგანო, მიუკერძოებელი ფასილიტატორის...

მუხრან შუკვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დასრულდა

ავღანეთში გმირულად დაღუპული, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის, სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში, დღეს, დასრულდა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ინიციატივით, ა(ა).ი.პ. „მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის“ ორგანიზებით და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. საქართველოს...

დღის ბოლოდან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბერს დღის ბოლოდან 6 სექტემბერის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2024 წლის 2 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. “2024 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ...

ყარსგურში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მესტიის მუნიციალიტტეის მერია, ჭუბერის მოსახლეობის საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. "მოგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ტერიტორიულ ერთეულში, შიდა გზების, კერძოდ ყარსგურიშის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 12 275 843 ლარია, ხოლო შესრულების ვადა 2026 წლის 30 ნოემბრით არის განსაზღვრული. ამ ეტაპზე შესრულებულია 3 515 403 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული...