ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციით მიმართავს. “არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული...

მესტიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში სალოტბარო სკოლები გაიხსნა

ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის 1 ოქტომბრიდან მესტიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში - ჭუბერში, ლატალში, ეცერში, ფარში და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორ თემში ჩოლურსა და ლაშხეთში - სალოტბარო სკოლები გაიხსნა. "ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 33 სალოტბარო სკოლის ათწლიანმა წარმატებულმა საქმიანობამ ცხადყო ამ წამოწყების უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და...