22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმციით, 22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დღის საათებში შედარებით დათბება. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +4, +6 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18...

მესტიაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მესტიის მუნიციპალიტეტში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით, სსიპ მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებით და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრმა უმასპინძლა.