მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა მესტიაში, ელექტრომომარაგებისათვის - 10 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 297 941 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT240016213) გამარჯვებული კომპანია შპს „მოდენ ენერჯი გრუპი“ ასრულებს. პროექტით განსაზღვრულია ქვესადგურ „მესტია 35/10“-დან ახალი 10 კვ ძაბვის ორჯაჭვა ეგხ-ს მშენებლობა. საჰაერო ეგხ-ს მშენებლობისთვის...