საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის, მათ შორის, საჰაერო და მიწისქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის 14 995 434 ლარი დაიხარჯება, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე წელს სამუშაოები ჩატარდება დაბა მესტიიდან ლახამულას ტერიტორიულ ერთეულამდე, დარჩენილი...