მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მესტიაჭალას შენაკადები ადგილობრივი ჯიშის ნაკადულის კალმახის 130 000 ქვირითით დათევზიანდა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მდინარეების დათევზიანების აქცია გარემოს დაცვის სამინისტროს და "მესტია ჰესის" დაფინანსებით განხორციელდა.
უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,...
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს. ნინოობა ორჯერ, პირველ ივნისსა და 27 იანვარს აღინიშნება.
25-27 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი,...
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის, სტიქიის და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამა ამოქმედდა
1 იანვრიდან ამოქმედდა მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის, სტიქიის და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია სიძველისა და სტიქიის (მათ შორის ხანძრის) შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება დაუსაფრთხო გარემოს შექმნა, ასევე მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 იანვრიდან მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის საათებში კი 0, -2 გრადუსამდე დაეცემა. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს....
დიზი-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ90-კმ185 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული შეზღუდვა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილებაზე მოხსნილია. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. "ამასთან, აღნიშნული გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გზის კმ30-კმ184 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,...
უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, საავტომობილო გზის კმ30-კმ184 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო კმ90-კმ185 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი...
18-20 იანვარს მოსალოდნელია ნალექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 19-20 იანვარს ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. “მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ...
15-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, მთაში თოვლის სახით. „15 იანვარს თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. 16 და 17 იანვარს კი მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15...