მესტიაჭალას შენაკადები ადგილობრივი ჯიშის ნაკადულის კალმახის 130 000 ქვირითით დათევზიანდა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მესტიაჭალას შენაკადები ადგილობრივი ჯიშის ნაკადულის კალმახის 130 000 ქვირითით დათევზიანდა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მდინარეების დათევზიანების აქცია გარემოს დაცვის სამინისტროს და "მესტია ჰესის" დაფინანსებით განხორციელდა.