მერია – “ლაჯანურის” მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშაოები დასრულებულია

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "ლაჯანურის“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დასრულებულია. "მესტიის მუნიციპალიტეტს სრული ენერგომომარაგება დღეიდან აღუდგება."-აღნიშნულია ინფორმაციაში.

28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1 მარტიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ. დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონით დაწესებული ვადები. უწყების ცნობით, აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში,...

28 თებერვალს და 1-2 მარტს ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვალს და 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე. “დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო...

მერია – “ლაჯანურის“ დაზიანებულ ელექტროგადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მეხუთე დღეა "ლაჯანურის“ დაზიანებულ ელექტროგადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. "განსაკუთრებით ცუდი კლიმატური პირობების და რელიეფის გამო, გართულდა დაზიანების ადგილებამდე მიღწევა. ჩვენი ინფორმაციით, ადილზე უკვე მოხდა მძიმე ტექნიკის დამატება, რაც სამუშაოებს დააჩქარებს. აქვე განვმარტავთ, რომ სამუშაო პროცესს კომპანია "ენერგო პრო-ჯორჯია" ასრულებს. სწორედ აღნიშნული კომპანია ამარაგებს მესტიის მუნიციპალიტეტს...

მერია – “ლაჯანურის“ ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომლები მესამე დღეა ურთულეს კლიმატურ პირობებში ცდილობენ „ლაჯანურის“ დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთებას. "ადგილზე მისასვლელად მუშაობს ორი ერთეული მძიმე ტექნიკა, მაღალი თოვლის საფარის გამო, დაზიანების ადგილამდე მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ ეტაპზე, მესტიის მუნიციპალიტეტი მარაგდება მხოლოდ "ჯვარის" ელექტროგადამცემი ხაზით, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სრულ...

მესტიაში ფესტივალი “გიზ-გიზი“ მიმდინარეობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალ „გიზ-გიზს“ აგრძელებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალს წელს პირველად სვანეთი მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში, მესტიაში კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტები. „გიზ-გიზის“ ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეები ზრუნავენ. "გიზ-გიზი“ ზამთრის...

23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში თოვლია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა. “საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა....

“თეზოს თასი 2025”

მესტიაში, კურორტ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე გაიმართა ვეტერანი მოთხილამურის, თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი "თეზოს თასი 2025" სამთო–სათხილამურო სპორტში. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირი, უკვე მეათე წელია, რაც ტარდება, თეზოს მეგობრებისა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით. შეჯიბრი გაიმართა მოყვარულ ქალ და მამაკაც მოთხილამურეებს შორის, გიგანტურ სლალომში, სადაც მონაწილეობა მიიღეს თეზოს მეგობრებმა, ყოფილმა და...

19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. “დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თოვის და ზვავსაშიშროების გამო, სვანეთის გზებზე შეზღუდვები დაწესდა

თოვის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ192 (კალა-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გზის კმ30-კმ177 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე შეზღუდულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას...