15 თებერვალს, მესტიაში "თეზოს თასი 2025" გაიმართება. ყოველწლიური ასპარეზობა თეზო ჯაფარიძის სახელს ატარებს, რომელსაც სვანეთში სათხილამურო კურორტის შექმნის იდეა და ჰაწვალის არეალზე პირველი საბაგიროს დადგმა უკავშირდება. სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობა ნებისმიერ მოყვარულ მოთხილამურეს შეუძლია.