“თეზოს თასი 2025”

მესტიაში, კურორტ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე გაიმართა ვეტერანი მოთხილამურის, თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი "თეზოს თასი 2025" სამთო–სათხილამურო სპორტში. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირი, უკვე მეათე წელია, რაც ტარდება, თეზოს მეგობრებისა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით. შეჯიბრი გაიმართა მოყვარულ ქალ და მამაკაც მოთხილამურეებს შორის, გიგანტურ სლალომში, სადაც მონაწილეობა მიიღეს თეზოს მეგობრებმა, ყოფილმა და...

19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. “დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თოვის და ზვავსაშიშროების გამო, სვანეთის გზებზე შეზღუდვები დაწესდა

თოვის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ192 (კალა-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გზის კმ30-კმ177 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე შეზღუდულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას...