მესტიის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 7 მარტს, 16:00 საათიდან 19:00 საათამდე, მესტიის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. "გეგმიური სამუშაოები "ლაჯანურის" მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის სრული რეაბილიტაციისთვის ხორციელდება".-აღნიშნულია ინფორმაციაში.