24 დეკემბერს მესტიაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

  • მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 24 დეკემბერს მესტიაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ადგილი იქნება სეტის მოედანი. საახალწლო პროგრამის დასაწყისია14:00 საათი.

იხილეთ ღონისძიების პროგრამა:

14:00 – სანტას, ელფების და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა.

14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ადგილზე შეძლებთ გემრიელი კერძების და ცხელი სასმელის დაგემოვნებას.

14:00-18:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო ნაძვის ხეების, გირჩების, მისალოცი ბარათებვის დამზადება.

14:00 – 18:00 ორცხობილების მოხატვა.

14:00 – 18:00 – სახის მოხატვა ბავშვებისთვის

18:00 – 19:30 – კონცერტი: შემსრულებლები : ჯგუფი „გორდელა“ ოთო ნემსაძე და ბენდი,

წამყვანი გრიზლი

19:30 – საზეიმო ფოიერვერკი.