25-27 აგვისტოს “Highlander სვანეთი, საქართველო“ გაიმართება

  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 25-27 აგვისტოს სვანეთში ლაშქრობის მოყვარულთათვის „Highlander სვანეთი, საქართველო“ გაიმართება.

პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ცნობილ მოგზაურ ბლოგერს პიტერ ვოთსონს მასპინძლობს. საერთაშორისო პროექტის „Highlander“-ის მსოფლიო ელჩი და სამოგზაურო პლატფორმა “Atlas & Boots”-ის ბლოგერი საქართველოში პროექტში „Highlander სვანეთი, საქართველო“ მიიღებს მონაწილეობას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში ცნობილმა მოგზაურმა ბლოგერმა თბილისი დაათვალიერა, პიტერ ვოთსონი მესტიას, უშგულს, ჰაწვალს, ქორულდის ტბებს, სტეფანწმინდას, ჯუთას, გერგეტის სამებასა და გველეთის ჩანჩქერის მოინახულებს.