- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, მესტიაში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება.
“საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მესტიაში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.
იხილეთ ღონისძიების პროგრამა.
14:00-15:30 ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი;
14:00-19:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
14:00-19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
14:00-19:00 კვების სივრცე: ადგილობრივი მზარეულის მიერ დამზადებული ქართული კერძები;
14:00-19:00 საგამოფენო სივრცე – „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;
14:00-17:00 საბავშვო და ახალგაზრდული სივრცე, ხელნაკეთი ნივთების დამზადება;
16:00-17:00 ცეკვის აკადემია ‘სუხიშვილები“
17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!
მესტიის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“;
17:30–19:00 თიკა ჯამბურია, კახა კუხიანიძე, თამუნა ამონაშვილი და ჯგუფი ‘’ქუჩის ბიჭები’’.