26 მაისი მესტიაში

  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მესტიაში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართა საზეიმო ღონისძიებები.

გაიმართა ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. გამოფენილი იყო სამხედრო ტექნიკა. მიმდინარეობდა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
მოწყობილი იყო კვების სივრცე. სტუმრებს შესაძლებლიბა ჰქონდათ ადგილობრივი მზარეულის მიერ დამზადებული ქართული კერძების გასინჯვა.
ასევე მოწყობილი იყო საგამოფენო სივრცე – „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;
განთავსებული იყო საბავშვო და ახალგაზრდული სივრცე.
გაიმართა ცეკვის აკადემია “სუხიშვილების“
კონცერტი.

შესრულდა საქართველოს ჰიმნი. მაყურებლის წინაშე წარსდგა
მესტიის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“.
ღონისძიების ბოლოს, იმღერეს: მარიკა თხელიძემ, კახა კუხიანიძემ, თამუნა ამონაშვილმა და ჯგუფმა “ქუჩის ბიჭებმა’’.