- 7 მაისს, კახეთში (ლოპოტას გადასახვევთან), მასშტაბური საერთაშორისო საქველმოქმედო მსოფლიო რბენა “Wings for Life World Run” გაიმართება.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად 7 მაისს,15:00 საათზე სტარტის ხაზზე დადგება საქართველოში დარეგისტრირებული 7000-მდე მონაწილე.
უწყების ცნობით, პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებითა და ფედერაციის – „სპორტი ყველასათვის“ – ორგანიზებით.
„მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. რეგისტრაციის საფასურია 30 ლარი. ღონისძიებაზე შემოსული მთელი თანხა გადაირიცხება Wings for Life-ის ფონდში ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების საძიებლად.
რბენაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე: https://www.facebook.com/events/927779371797124?ref=newsfeed
დარეგისტრირება შესაძლებელის 4 მაისის ჩათვლით.